logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: პროკურატურის სირცხვილია, რომ ნანუაშვილი დაპატიმრებული არ არის
- +

15 თებერვალი. 2017. 15:02




„უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა, როცა ბრალდებულს ბრალეულობის დამტკიცებამდე გამოაცხადებენ დამნაშავედ, მაგრამ აქ ლაპარაკია მხოლოდ განზრახვაზე. არსად თქმულა, რომ ის დამნაშავეა და ამას დამტკიცება არ სჭირდება", - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასა და ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრისას განაცხადა.


მჟავანაძე „საქართველო და მსოფლიოსთან" საუბარში გამოეხმაურა „ადამიანის უფლებათა ცენტრის" მიერ გავრცელებული განცხადებას, რომლის თანახმადაც, არასამთავრობო ორგანიზაცია პატრიარქის მოწამლვის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს შემაშფოთებელს უწოდებს.

 

„რაც შეეხება „ადამიანის უფლებათა ცენტრს", ის არის უჩა ნანუაშვილის ორგანიზაცია და რეალურად ეს ადამიანი წარმართავს ამ ორგანიზაციას. ასე რომ, მათ სიმართლე კი არ აინტერესებთ, ცდილობენ, ეკლესიას ჩირქი მოსცხონ. ამას ემსახურება მთელი ეს კამპანია, რომ თითქოს ვიღაცის უფლებები ირღვევა, ვიღაცას უკანონოდ აპატიმრებენ. მე თუ მკითხავთ, ნანუაშვილი თვითონ არის დასაჭერი. მეტიც, პროკურატურის სირცხვილია, რომ ნანუაშვილი დაპატიმრებული არ არის, რადგან აქ საუბარია უამრავ ფინანსურ დარღვევაზე... აგერ სულ რამდენიმე დღის წინ მის მიერ გათავისუფლებულმა ადამიანმა სასამართლოში აღიდგინა თავი. კიდევ რამდენი ასეთი უკანონობა ხდება, კაცმა არ იცის... ის არის სექტანტი და მთელი თავის ცხოვრება ებრძვის ეკლესიას. ეს ე.წ. არასამთავრობოები კიდევ მისი მოკავშირეები არიან, მათ შორის „ადამიანის უფლებათა ცენტრიც", სადაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოზიციაზე მისი ცოლია წარმოდგენილი", - განაცხადა მჟავანაძემ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner