logo_geo
eng_logo
გია კორკოტაშვილი: პატრიარქი ცუდად გახდა და აიწყვიტეთ, თქვე კაი დედ-მამის შვილებო?!
- +

15 თებერვალი. 2017. 15:24



„ქართული მისიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში წერს:


„რა მეუფე პეტრე, ბიჭო, ანდა სხვა მღვდელმთავრები ქრისტეს წარჩინებული მხედრები უნდა იყვნენ და მიშას ბატონობის დროს ერთი ხმა არ აუმაღლებიათ უგვანო საქციელის წინააღმდეგ. პატრიარქის გარდა, რომელმაც ლოცვა-კურთხევა მოგვცა სიმართლისათვის ბრძოლაში და რამდენიმე მეუფის გარდა კაციშვილი არ კითხულობდა, ცოცხლები ვიყავით თუ არა იმ დაპირისპირების დროს. ამხელა იერარქის კი არა, ჩვეულებრივი ქრისტიანის ვალდებულებაა სხვაზე ზრუნვა. ეგეთ ქცევას რომ დავინახავთ, ჩვენ, ისედაც მცირედმორწმუნენი, რა გზაზე უნდა დავდგეთ?! არადა, ამხელ და ანათემას გადაგცემენ (გაშინებენ ყოველ შემთხვევაში). უმეტესობა მართლმადიდებელი მრევლისა თავისი მოძღვრის მაგალითზეა მისული ეკლესიაში და აფერუმ დღევანდელი საეკლესიო წიაღში მყოფი მამების საქციელს საცვლების გარეთ გამოფენას! რა, პატრიარქი ცუდად გახდა და აიწყვიტეთ, თქვე კაი დედ-მამის შვილებო, რა ერმა, რა ბერმა? გონებას და სულიერებას მოუხმეთ ჯერ ეკლესიამ, რომ მაგალითი მისცეთ მრევლს. მომიტევეთ, თუ განკითხვაში ჩამომართვით, არადა, სიმართლე ესაა!" - წერს გია კორკოტაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner