საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალარჩეულმა მოსამართლე მანანა კობახიძემ ფიცი დადო. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და მოსამართლეები დაესწრნენ.
მანანა კობახიძემ ქეთევან ერემაძე ჩაანაცვლა, რომელსაც სამოსამართლეო ვადა გასულ წელს ამოეწურა.
ახალდანიშნული მოსამართლე მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 10 წლის განმავლობაში იქნება. ის აღნიშნულ პოზიციაზე პარლამენტის კვოტით წარადგინეს.