„დარწმუნებული ვარ, მანანა კობახიძე განსაკუთარებულ წვლილს შეიტანს სასამართლოს დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებასა და სასამართლოს ქმედით და ეფექტიან ფუნქციონირებაში", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ახალარჩეულმა მოსამართლე მანანა კობახიძემ ფიცი დადო.
„მე მინდა მივულოცო ქალბატონ მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა. მინდა მოკლედ ვისაუბრო მის შესახებ. გარდა იმისა, რომ ის პარლამენტის რჩეულია, ქალბატონი მანანა წლების განმავლობაში იყო უფლებადამცველი, პრინციპული და უშიშარი უფლებადამცველი, ასეთად გაიცნო ის ქართულმა საზოგადოებამ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა პოლიტიკოსად მოღვაწეობას. ის არის უაღრესად ღირსეული ადამიანი, ძალიან კვალიფიციური იურისტი, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ის განსაკუთარებულ წვლილს შეიტანს სასამართლოს დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებაში და სასამართლოს ქმედით და ეფექტურ ფუნქციონირებაში. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს საპატიო თანამდებობა - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა. ეს არის უდიდესი მწვერვალი ნებისმიერი პირისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.