ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და იუსტიციის მინისტრს მიმართავს, დაიცვან იური იური ვაზაგაშვილი ოჯახის უსაფრთხოება.
„დაიცავით იური ვაზაგაშვილი ოჯახის უსაფრთხოება!
დღეს „ჯაზუსთან" საეჭვო პირი მთელი დღე ტრიალებდა. საღამოს მას მანქანით მიაკითხეს და წაიყვანეს. ეს ტიპი ვაზაგაშვილების კუთვნილ მაღაზიაშიც იყო შესული. დანარჩენს უკეთესად გეტყვით იური ვაზაგაშვილის ქვრივი. იმედია, დაუყოვნებლივ დაუკავშრიდებით და იმის იმედიც მაქვს, რომ 25 მარტს სააპელაციო სასამართლოსთან მომხდარ აურზარს გამოიძიებთ, მეც დამკითხავთ და სხვებსაც", - წერს მიქიაშვილი Facebook-გვერდზე.