logo_geo
eng_logo
მიშას ალერგია, ანუ საიდან ეზრდება ულვაში რომან გოცირიძეს?
- +

15 თებერვალი. 2017. 18:50


 

უკან მიდევნებული ლამპარივითაა ეს რეპლიკა, გამოხმაურება სააკაშვილის მორიგ ნალაყბევზე, რომლითაც უკრაინის ერთ-ერთ ტელევიზიაში გაიკისკასა.

 

თავის ამპლუაშია: ძაღლის კუდს მხოლოდ სამარე გაასწორებსო.


ჰოდა, ჩადეს მიწაში მიშა ჩვენმა მეგობარმა ჟურნალისტებმა, ჩაფლეს, ჩამარხეს. ამოთხარეს და ისევ ჩადეს.


არაერთხელ.


უფრო მეტი დაიწერება.


ეს ოპუსიც იმ ბევრს მიათვალეთ...


შეგახსენებთ: „როცა მე საქართველოში ჩამოვედი, ეს იყო კარიკატურული ქვეყანა, სადაც ხალხი დადიოდა ულვაშებით, აეროდრომი-ქუდებით, იცოდნენ ცეკვა-სიმღერა, სადღეგრძელოების თქმა და მეტი არაფერი".


მეტი არაფერიო?!


ტყუის მიხეილი, რადგან მეტი არაფერი კი არა, არაფერზე უფრო მეტი არაფერი შეგვეძლო: გაზაფხულზე გომბორის ტყეში ღანძილს ვაგროვებდით, შემოდგომაზე პანტას ვკრეფდით, ზამთარში ბოსელში ვთბებოდით, ზაფხულში ალაზნის ტალღებზე მივნანაობდით აზერბაიჯანამდე. იქ კასპიის ზუთხის ხიზილალით დავიტვირთებოდით და თბილისის მაიდანზე სპეკულანტურ ფასად ვყიდდით.


ვმღეროდით და გაუსტუმრებელ ვალებს ვიდებდით კისერზე.


ბრეგაძეებს კი თავზე საყრელად ჰქონდათ პრასი.


ვისაც ეჭვი გეპარებათ, გადაიკითხეთ მიშას გასაჯაროებულ ფიქრთა წყობილი მარგალიტები.


„ჩვენ ვხატავდით ქალაქებს, ვიგონებდით მათ, ისინი არ იყო და ვიგონებდით. მაგალითად, ბათუმი მე პირადად დავხატე და მოვიგონე - რაღაც ვალენსიიდან, რაღაც ბარსელონადან, რაღაც ნიციდან და ნიუ-იორკიდან. ავიღეთ ელემენტები და ის ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია".


და მიხვდნენ უკრაინელები, ვისთანაც ჰქონდათ საქმე, რადგან ნეზალეჟნაიაშიც შესანიშნავად იციან, რომ ის, რითაც მიხეილი ტრაბახობს - აქედან ეს გადმოვიღეთ, იქიდან - ისო, სხვა არაფერია, თუ არა ელემენტარული ეკლექტიკა, მიმბაძველობა და პლაგიატი.


ბათუმმა სახე დაკარგა.


მიშამ ხოში გაისწორა: არქიტექტორობაზე უოცნებია ბიჭს. პოლიტიკიდან რომ წავალ, ხუროთმოძღვრებას მივყოფ ხელსო. ხომ გახსოვთ მისი ეს ნათქვამი, თანამემამულენო?


ნარცისი!


ალერგია ჰქონია ულვაშებზე.


მაგრამ ულვაშებიანები შერჩა - ვლადიმერ ლენინი - ბლანჟეიანი სერგი კაპანაძე, რომელსაც არავინ ეძებს, რადგან არავის დაჰკარგვია დანაწევრებულ „ნაცმოძრაობაში".


ხოლო, ამის ჯინაზე, რომან გოცირიძეს ულვაში პერსონალურად ცხვირის ბუწუწებიდან ეზრდება და უღიტინებს, რაც პოლიტიკურად აღაგზნებს და ავაჟკაცებს.


ამათ გვერდზე - ულვაშებგაპარსული რაინდები - დავით ბაქრაძე და გივია თარგამაძე, რომლის ჩაკეტილი „საინფორმაციო ღრუს" გაღების კოდით დაშიფრული საიდუმლო დღემდე ვერ ამოუცვნიათ სპეცსამსახურების გამოცდილ სპეციალისტებს.


დროდადრო განიხვნება ეს „სეზამი" და ამოიფრქვევა „ოპოზიციური სიმართლე", რომელსაც რატომღაც ისეთი სურნელი ასდის, როგორიც კანალიზაციის გამსკდარი კოლექტორიდან გადმოღვრილ ფეკალურ სიბლანტეს.


ამათი ჭიტლაყამორტყმული ლიდერი კი ოდიოზური ვლადიმირ ჟირინოვსკის დასაცინი გახდა: „მიეცით უკრაინა სააკაშვილს და წესრიგი დამყარდება, ისე კი - ბორდელია!"


მანამდეც და მას შემდეგ - განსაკუთრებით.


P.S. ამასობაში საფრანგეთში საპროტესტო ტალღა აგორდა იმის გამო, რომ პოლიციელებმა ხელკეტით შავკანიანი კაცი ქუჩაში გააუპატიურეს.


ამათ გადაიღეს ჩვენგან თუ ყველა ქვეყანაში სახელმწიფოს თავიანთი „ხერხემალი" ჰყავთ?!


აირია სამყარო!


ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანისა არ იყოს, „ვერ გაიგებ, ვისი ვიოლინო ვის როიალშია"...




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner