logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი: როგორი შესაძლებლობა ჰქონდა „რუსთავი-2“-ს, ყოფილიყო არაჩვეულებრივი ტელევიზია და რას დაემსგავსა?
- +

15 თებერვალი. 2017. 18:55



„გვარამია არ მიდის დაკითხვაზე, იძახის, სასამართლოს წინაშე დამკითხეთო, ე.ი. სასამართლოს წესიერებასა და დამოუკიდებლობას აღიარებს, როცა სჭირდება, არ აღიარებს, ეს თამაშია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრვლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პაპუაშვილმა გვარამიასა და ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გვარამია არაფრით განსხვავდება სხვა მოქალაქისგან, ამიტომ მისი ვალდებულებაა, ახსნა-განმარტებითი ჩვენება მისცეს.


„ხომ დამტკიცდა, რომ ახვლედიანისა და გვარამიას ჩანაწერი ავთენტურია? ამაზე მეტი სამხილი რაღა უნდა იყოს? სხვას რა პასუხი უნდა მოსთხოვო, როდესაც ასე თავხედურად იქცევიან გვარამია და „არჩევანის" წამყვანი, იწყევლებიან, იგინებიან და ეს ტელევიზიაა? სულ იმას ვლაპარკობდი, რომ როგორი შესაძლებლობა და შანსი ჰქონდა „რუსთავი-2"-ს, ყოფილიყო არაჩვეულებრივი ტელევიზია და რას დაემსგავსა?

 

ერთხელ აიღეს და რესტორანში მოუთაქეს გვარმიას, ძალიან ძვირი დაჯდა მაგის თავში წამოთაქებაც, 5000 ლარი ცოტა არაა და რა ვქნათ? ახლა იძახის, არ მივალ დაკითხვაზეო, ძალიან კარგადაც მივა, თუ ქვეყანა ვართ და სახელმწიფოა, უნდა მივიდეს და მისცეს ახსნა-განმარტება. ვინ არის ნიკა გვარამია და რითი განსხვავდება ნებისმიერი ჩვენგანისგან? მის ჩადენილს კანონი უნდა მიუსადაგო და გარკვეული გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა პაპუაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner