logo_geo
eng_logo
შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება
- +

15 თებერვალი. 2017. 19:50



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, არასაპტიმრო სასჯელის ახალი სახე შინაპატიმრობა, რომელიც ახლა მხოლოდ არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის მოქმედებს, სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც დაინერგება.


აღნიშნულ ნოვაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულ სიახლეზე მუშაობის პროცესში შესწავლილი იქნა ევროპული, ასევე, აშშ-ის გამოცდილება. გადაწყდა, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირებისთვის შემოღებული იქნეს შინაპატიმრობა, რომელიც აღსრულდება ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით.  შინაპატიმრობა შესაძლოა, პირს ექვსი თვიდან 2 წლამდე ვადით შეეფარდოს.


ერთი მხრივ, ამით მსჯავრდებულს გავაკონტროლებთ, მეორე მხრივ, მას  საშუალებას მივცემთ არ მოწყდეს საკუთარ ოჯახს ისე მოიხადოს სასჯელი. არსებობს მთელი რიგი დანაშაულებისა, როცა აუცილებელი არ არის საპატიმრო სასჯელის გამოყენება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ვაკონტროლოთ კრიმინოგენური სიტუაცია ქვეყანაში და ასევე იმაზე, რომ განიტვირთოს ციხეები. ამის მიზანია პირის გარემოსთან მეტად ინტეგრირება", - აცხადებს მინისტრი.


გარდა ამისა, მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოს საშუალება მიეცემა საპატიმრო სასჯელი პირს, განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეუცვალოს. ამ შემთხვევაშიც, შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით აღსრულდება.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner