ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ახვლედიანთან ფარული ჩანაწერის საქმეზე მოწმის სახით 16 თებერვალს, 10:30 საათზე დაკითხავენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს" გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა, ნიკა გვარამია, თავისივე მოთხოვნის შესაბამისად, დაკითხვაზე გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დაკითხვაზე 14 თებერვალს, 18:00 საათზე დაიბარა. შსს-ს განცხადებით, საქმე ეხება გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. გვარამიამ, უარი თქვა შსს-ში გამოკითხვაზე მისვლაზე და სასამართლოს მეშვეობით დაკითხვა მოითხოვა. თავის მხრივ, შსს-მ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დაკითხვის თაობაზე, რის შემდეგაც აღნიშნული საგამოძიებო პროცესი, 16 თებერვალს, 10:30 საათზე ჩაინიშნა.