მსახიობი ია სუხიტაშვილი შორენა ბეგაშვილის ქალიშვილთან დაკავშირებით, Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:
„დღეს სრულიად შეძრული და დათრგუნული ვარ. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ საზოგადოებისგან, თუმცა სიტყვა „საზოგადოება" ამ შემთხვევში ძალიან კულტურულად ჟგერს. შორება ბეგაშვილის ქალიშვილის ევა ბარბაქაძის ამბავთან დაკავშირებულმა სტატუსებმა შემძრა. იმედს ყოველთვის ვიტოვებდი, რომ ქართველებს შერჩენილი ჰქონდათ იოტისოდენა თანაგრძნობა განსაცდელის ჟამს, მაგრამ ეს იმედიც გამიქრა საბოლოოდ. ლანძღვას ვერ დაგიწყებთ და ვერც თქვენს დონეზე დავეცემი, ღმერთი ნუ გაგიწყრებათ და დაანებეთ სიბინძურეების წერას თავი, გამოიჩინეთ ელემენტარული ადამიანობა, ჯერ კიდევ ადამიანად წოდებულნო. ასე რამ გაგიქვავათ გული და ან როდის გაწყდა თქვენს შუბლზე ძარღვი, თქვე კაი ხალხო.
პ.ს. არასოდეს არ ვიცით, არასწორი სიტყვები, თან ასეთ დროს, ვის როგორ დაგხვდებათ, ღმერთის გეშინოდეთ, ღმერთის!
ევას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და შორენას - მხნეობას. მათ ყველაფერი კარგად ექნებათ", - წერს მსახიობი.