logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილის მონებო პირი გამოირეცხეთ ჩემზე რომ ილაპარაკებთ!
- +

15 თებერვალი. 2017. 20:49


 

„უფლებადმცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ზოგიერთი ბინძური ადამიანის გასაგონად მინდა ვთქვა:

 

1. მე სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ 2006 წელს დავიწყე, როცა საქართველოს პროკურატურა პროტესტის ნიშნად დავტოვე ჩემი ნებით. ჩემი განცხადებით და ზოგიერთებივით სააკაშვილს არ ჩავყოლილვარ, რადგან არ მინდოდა იმ რეჟიმის მსახური ვყოფილიყავი.

 

2. სააკაშვილის ხელისუფლების დროს შემეძლო საკმაოდ წარმატებული კარიერა მქონოდა, რადგან მქონდა შემოთავაზებები სხვადასხვა პოზიციებზე.

 

3, 2008 წლიდან ვიყავი ,,ეკოლოგიური სამართლის'' ერთ-ერთი ხელმძღვანელი და როცა პარტიზან მებაღეებს და ელისაშვილს ეძინა მაშინ ვებრძოდი უგულავას და სააკაშვილს გარემოს და ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით.

 

4. 2012 წელს დავაფუძნე ,,უფლებადამცველთა გაერთიანება'' და უკვე ამ ორგანიზაციის ეგიდით დავიწყე ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

 

5. ურწმუნოებს და დაუჯერებლებს ყველა განვლილი თუ ახლანდელი აქტივობას შეგიძლიათ გაეცნოთა ამ ლინკებზე. https://www.youtube.com/my_videos?o=U

 

6. http://www.myvideo.ge/?user_id=139404

 

7. სააკაშვილის მონებო პირი გამოირეცხეთ ჩემზე რომ ილაპარაკებთ!

 

8. თქვენ რომ ჩემზე დადებითი ან კარგი თქვათ ეს იქნება ჩემი დისკრედიტაცია და შეურაწყოფა, რადგან ქვეყნის მტერი ან მიშას მონა ჩემზე დადებითს არ უნდა ლაპარაკობდეს", - წერს მჟავანაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner