მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ეკლესიას დაუბრუნოს სახელმწიფომ ის ქონება, სიწმინდეები, განძი და მიწები, რომლებიც რესპუბლიკელების წინაპარმა ბოლშევიკებმა ჩამოართვეს და მერე ისაუბრონ ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსების გადახედვაზე!", - წერს გლურჯიძე.
შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების პოლიტიკის არსებული წესის გადახედვისკენ მოუწოდებს.