მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„წამოყვეს თავი სოროსის ლეკვებმა. აი რა შედეგი მოიტანა ეკლესიის საქმეების „რუსთავი 2"- ში გარჩევებმა. ათასჯერ გაგაფრთხილეთ რომ შეჩერებულიყავით, მაგრამ იმდენი ქენით რომ აქამდე მიიყვანეთ საქმე. რესპუბლიკური პარტია კი პირდაპირი მოღალატეა. მოვითხოვ გამომზეურდეს ლევან და დავით ბერძენიშვილების კგბ-ს აგენტობის მასალები, ეს მასალები უშიშროების არქივში ინახება",- წერს ბრეგაძე.