თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს. ახვლედიანმა გამოძიების კითხვებს მოწმის სახით ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე უნდა უპასუხოს.
მამუკა ახვლედიანი არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს წესით დაკითხვა მოითხოვოს, რათა საზოგადოებამ გაიგოს, თუ რა ხდება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
„არ გამოვრიცხავ, რომ მეც სასამართლო წესით დაკითხვა მოვითხოვო. ეს იქნება მაგალითი იმისა, რომ განხილვა იყოს საჯარო და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს, რა ხდება ამ საქმეებთან დაკავშირებით", -განაცხადა ახვლედიანმა.
ახვლედიანი დაკითხვაზე 16 თებერვალს, 18:00 საათისთვისაა დაბარებული.