logo_geo
eng_logo
ირაკლი მეძმარიაშვილი: სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ ეხება იმ სარჩელს, რომელიც არჩევნებში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით შევიტანეთ
- +

15 თებერვალი. 2017. 22:07



საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი კომიტეტის სარჩელის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას  სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„მინდა საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში და ვინმეს არ ეგონოს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება რამენაირად ეხება იმ სარჩელს, რომელიც ჩვენ შევიტანეთ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის უკანასკნელ არჩევნებში არსებული დარღვევების თაობაზე. აქ უბრალოდ, არ დაკმაყოფილდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაგრამ, რაც მთავარია, სასამართლო პროცესი გრძელდება. ჩვენ მიერ მოგროვებული მტკიცებულებები, მათ შორის საჯარო რეესტრიდან მოძიებული ინფორმაცია, სასამართლოშია და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლო გააუქმებს სეოკ-ის პრეზიდენტის დეკემბრის არჩევნების შედეგებს და დაინიშნება ხელახალი არჩევნები",- წერს ირაკლი მეძმარიაშვილი.


შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკი) პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს, რადგან მისი თქმით, ყრილობა დარღვევებით ჩატარდა. მეძმარიაშვილმა სასამართლოს სარჩელში საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ის დოკუმენტაცია წარუდგინა, რომელიც მისივე თქმით, დარღვევების ასრებობას ადასტურებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner