logo_geo
eng_logo
ნოდარ მელაძე: „რუსთავი 2“ წყაროს არასდროს გათქვამს და ეს ირაკლი მამალაძემაც იცის
- +

15 თებერვალი. 2017. 22:47



ჟურნალისტი ნოდარ მელაძე კოლეგას ირაკლი მამალაძეს სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით პასუხობს:


„ირაკლი მამალაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ის წარმოადგენდა „რუსთავი 2"-ის წყაროს და ჩვენ ის გავთქვით არის სრული დეზინფორმაცია. ირაკლი მამალაძეს დავუკავშირდით ჩვენ, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ის იყო საქმეში ერთ ერთი მთავარი მოწმე და ვთხოვეთ ინტერვიუ, რაზეც გვითხრა უარი, თუმცა იქვე არ გამორიცხა ამ თემაზე ესაუბრა მოგვაინებით, ჩვენი პასუხი იყო, რომ მისი ჩვენების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ არხის სხვა ჟურნალისტებსაც და ეს ინფორმაცია მაინც გაიჟღერებდა.

 

„რუსთავი 2" წყაროს არასდროს გათქვამს და ეს უამრავმა ადამიანმა, მათ შორის ირაკლი მამალაძემაც იცის.

 

ჩვენს წყაროს, მას ვინც გვიამბო „ციანიდის საქმის" შესახებ კონფიდენციალურობის დაცვა გარანტირებული აქვს და თავადაც იცის ამის შესახებ. ირაკლი მამალაძე ვერ იქნებოდა ჩვენი ინფორმატორი ამ შემთხვევაში, რადგან მის ინტერესში არ შედიოდა, ამ ამბის გახმაურება", - წერს მელაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner