logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ბაჩანა ბრეგვაძემ უამრავი საგანძური დაუტოვა ჩვენს სამშობლოს
- +

18 თებერვალი. 2016. 17:05



მთარგმნელი, მწერალი და ფილოსოფოსი ბაჩანა ბრეგვაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. დაკრძალვას მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.


ივანიშვილის თქმით, ბაჩანა ბრეგვაძე „განათლებულობის ეტალონი" იყო და უდიდესი საგანძური დაუტოვა საქართველოს.


„დღეს ჩვენ უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ პიროვნება, რომელიც გახლდათ განათლებულობის ეტალონი. ეტალონური გახლდათ მისი ცხოვრების წესიც. ის ფუტკარივით, უანგაროდ მუშაობდა და უამრავი საგანძური დაუტოვა ჩვენს სამშობლოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner