მედიაკავშირ „ობიექტივის" პროდიუსერი ანი კიკნაძე FACEBOOK-ზე წერს:
„მე არ ვთვლი და არ მგონია, რომ ჩვენი საზოგადოება გულქვა და ბოროტია. არასდროს ვისაუბრებ კრებითად ერზე და ადამიანთა ჯგუფებზე იმის გამო, რომ მათ შორის ერთი ან სამი იდიოტი, ბოროტი და უზრდელია.
ამ ჩვენმა, ზოგიერთის შეფასებით, „უზნეო საზოგადოებამ" ძალიან ბევრჯერ გამოავლინა თავის ზნეც, სოლიდარობაც, თანადგომა და ყველა კარგი თვისება, შესაბამის მომენტში.
ყველა სიტუაციას ახლავს თავის ხიჭვები, ეს ბუნებრივია და ვერსად წავუვალთ. იმის თქმა მინდოდა, რომ ხიჭვების გამო ხეებს არავინ ებრძვის", - წერს კიკნაძე.