logo_geo
eng_logo
მამა შალვა კეკელია: მეუფე პეტრე განცხადებებში დავინახე, რომ ის ეწინააღმდეგება კათოლიკოს-პატრიარქს
- +

16 თებერვალი. 2017. 00:54



ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მისამართით საპატრიარქოში დიდ გავლენებთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებს გადაცემა „არჩევანში" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მეუფე პეტრეს განცხადებებში ისმოდა ძალიან ბევრი ცილისწამება.


„მეუფე პეტრეს განცხადებები იყო შოკისმომგვრელი. ეს იყო ძალიან მძიმე იმ მიზეზის გამო, რომ მის განცხადებებში ისმოდა ძალიან ბევრი ცილისწამება. მე მის განცხადებებში დავინახე ის, რომ მეუფე პეტრე ამით ეწინააღმდეგება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ძალიან გული მტკივა ეპისკოპოსთან დაკავშირებით ამეებს რომ ვსაუბრობ, მაგრამ მინდა საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს ეს ყველაფერი. მეუფე პეტრე შეეხო საქართველოს ქორეპისკოპოსებს, ეპისკოპოსებს, რომლებიც მართავენ საქართველოს ეკლესიას პატრიარქთან ერთად, ასევე შეეხო პროტოპრესვიტერს და შეეხო სასულიერო პირებს. ეპისკოპოსი საუბრობდა იმაზე, რომ თურმე ერთი ქალბატონი მართავს მთელ ეკლესიას, მაშინ ამ ეკლესიაში რა გვინდა ჩვენ? თუ ამ ქალბატონით იმართება ყველაფერი, მაშინ პატრიარქი, რომელიც არის ეპოქალური მოვლენა, რასაც მთელი მსოფლიო აღიარებს, რას აკეთებს? მეუფე პეტრეს თქმით გამოდიოდა ის, რომ პატრიარქს არ აქვს ხედვა და ის ვერ ხედავს საქართველოს ეკლესიაში პრობლემებს. მე ვფიქრობ, მან პატრიარქის წინააღმდეგ გააკეთა განცხადებები", - განაცხადა მამა შალვამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner