საქართველოს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოში 20 თებერვალს, ორშაბათს დაბრუნდება. ამის შესახებ ჟვანიამ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
„სასიამოვნო ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ, ორშაბათს უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდება, ყველაფერი კარგად მიდის, ამიტომ პატრიარქის სურვილია რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს საქართველოში",- განაცხადა ჟვანიამ.