საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარე უმძიმეს მდგომარეობაშია და დახმარებას საჭიროებს. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა მეკარემ 3-ჯერ გადაიტანა კლინიკური სიკვდილი და ცოტა ხნის წინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა.
მას სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის ოპერაცია და ადგილზე 3-თვიანი რეაბილიტაციის კურსის გავლა. მთლიანად ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსი 80 ათასი დოლარი ჯდება.
„სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა საჭირო თანხის 10%-ის შეგროვება მაინც და საჭიროა უფრო მეტი აქტიურობა. ყველა ჩვენგანს შეგვიძლია მინიმალური თანხა მაინც გავიღოთ და დავეხმაროთ ჩვენს გამორჩეულ ქართველ სპორტსმენს!
საქართველოს ბანკის კოდი BAGAGE 22
მიმღების ანგარიშის ნომერი GE52BG0000000692294500", - აღნიშნულია განცხადებაში.