logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: უცნაური პარალელი კია, მაგრამ მსგავსი განცდა მიჩნდება შორენა თეთრუაშვილზეც...
- +

16 თებერვალი. 2017. 02:40


 

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის შესახებ წერს:

 

„შეიძლება ცოტა არაერთგვაროვნად გამიგოთ, მაგრამ მაინც ვიტყვი. სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო ასეთი მინისტრი, ვერა ქობალია, რომელსაც იმდენს ლანძღავდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ საჯარო პირები, მეტი რომ არ შეიძლება. ყოველთვის მაკვირვებდა ვერა ქობალიას ძლიერი პიროვნული უნარი, არასდროს გაეცა პასუხი, ყოფილიყო ყოველთვის სოლიდური და თავაზიანი, სად რა სიმართლე იყო, არ ვიცი, მაგრამ მიმაჩნდა, რომ ძალიან ბევრ მლანძღველზე მაღლა იდგა.

 

უცნაური პარალელი კია, მაგრამ მსგავსი განცდა მიჩნდება შორენა თეთრუაშვილზეც, რომელიც აშკარად აღმოჩნდა მიტროპოლიტზე და ბევრ სხვა პირზე მეტი ინტელექტის და პიროვნული ძლიერების. ხაზს ვუსვამ აქაც, რომ სად რაა სიმართლე, ამას არ ვეხები, არამედ ადამიანების ინტელექტს, რომელიც დღეს ძალიან აკლია გარემო კომუნიკაციებს", 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner