logo_geo
eng_logo
თემურ თათარაშვილი: ის არის ადამიანი, რომელიც ხელისგულზე უნდა ვატაროთ!
- +

16 თებერვალი. 2017. 03:08



„პირველრიგში ვაი ჩვენს თავს, რომ ამ ტემაზე გვაქვს სასაუბრო, რადგან ეს ის თემაა რომელიც არ უნდა ყოფილიყო საერთოდ ამ ქვეყანაში. მითუმეტეს ქვეყანაში სადაც ამდენი მორწმუნეა",- ამის შესახებ ცნობილმა ქართველმა მომღერალმა თემურ თათარაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში ისაუბრა. როგორც თათარაშვილი აცხადებს, მისთვის დაუჯერებელია, რომ პატრიარქის მოწამვლა ვინმეს განზრახული ჰქონდა. მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ აღნიშნულ თემაზე ილია მეორის გამოჯანმრთელებამდე საუბარი შეწყდება.


„ძალიან კარგი იქნება ამაზე ლაპარაკი ნაკლებად რომ იყოს, რადგან დავუთმოთ დრო გამოჯანმრთელდეს. დარწმუნებული ვარ ამ გადაცემებს უყურებს და ნერვიულობს. ის არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის ის ადამიანია, რომელიც ხელისგულზე უნდა ვატაროთ. ამდენი წელია ჩვენი ცოდვები აქვს მხრებზე და ახლა იქნებ ჩვენ შევუწყოთ ხელი, რომ გამოჯანმრთელდეს", - განაცხადა თათარაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner