ცნობილმა ქართველმა მომღერალმა თემურ თათარაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შესაძლო მოწამვლისთან დაკავშირებით ისაუბრა.
„მინდა რომ ეს საქმე გაიხსნას, თუ მართლა ეს მოხდა. უფრო გამიხარდება ეს იყოს შეცდომა, რომ ქვეყანაში არ გვყავს ესეთი ნაძირლები ვინც წავიდოდა ამ საქმეზე და პატრიარქს მოწამლავდა", - განაცხადა თათარაშვილმა.