გამოიცა 5-8 წლამდე ბავშვებისათვის სასწავლო-შემეცნებითი წიგნი, სახელწოდებით „სიყვარულის ანაბანა". ამის შესახებ ინფორმაციას „ფოსტალიონი" ავრცელებს. „ფეისბუქზე" ვრცელდება წიგნიდან ამონარიდები, ზოგიერთი უკვე იმასაც ამტკიცებს, რომ ეს წიგნი, როგორც სახელმძღვანელო, სასკოლო პროგრამაშიც შევა, თუმცა როდის მოხდება ეს, უცნობია.
წიგნი ფერადი ილუსტრაციებით არის გავსებული და მასში საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სექსი, ბავშვის ჩასახვა, დაბადება, ბავშვის ორგანიზმის ფორმირება და ა. შ.
გთავაზობთ ამონარიდს წიგნის ერთ-ერთი ქვეთავიდან:
„რას ნიშნავს სასიყვარულო ალერსი? სასიყვარულო ალერსის დროს ქალი და ვაჟი ერთმანეთს ნაზ სიტყვებს ეუბნებიან. საყვარელი ქალის და ვაჟის სხეულს ეფერებიან და კოცნიან. შეყვარებულ ქალ-ვაჟს ერთად ყოფნის დიდი სურვილი უჩნდება. ისინი ერთმანეთს ეხვევიან. ვაჟის პენისი დიდდება და ქალის სასქესო ორგანოში შეცურდება. სასიყვარულო ალერსი დიდი სიამოვნებაა. იგი განმარტოვებული ქალ-ვაჟის ნეტარების წუთებია, ამას ინტიმურობა ჰქვია."
ბავშვის ჩასახვის პროცესი კი წიგნში შემდეგნაირადა არის აღწერილი:
„სასიყვარულო ალერსის ყველაზე დიდი ნეტარების წუთებში მამაკაცის სხეულიდან ცოტაოდენი თხევადი სპერმა გადმოიღვრება და ქალის სასქესო ორგანოში შეიღვრება. ეს სითხე მილიონობით პაწაწინა სპერმატოზოიდს შეიცავს. ბავშვი ჩაისახება მაშინ, როდესაც ერთ-ერთი სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედს შეხვდება. კვერცხუჯრედი პატარა კვერცხია, რომელიც ქალის მუცელში თვეში ერთხელ წარმოიქმნება".
ილუსტრაციებით ასევე ნაჩვენებია, როგორი იქნება ზრდასრული ქალისა და მამაკაცის სხეული.
წიგნში აგრეთვე იხილავთ მშობიარობის ამსახველ და სხვა სახის ნახატებს.