logo_geo
eng_logo
შსს-მ სისხლის სამართლის 78 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1041 ფაქტი გამოავლინა
- +

16 თებერვალი. 2017. 10:19


 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2017 წლის 14-15 თებერვალს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.


საპოლიციო კონტროლის დროს სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 78 დანაშაული, მათ შორის:


ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) - 21 ფაქტი;


ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) - 23 ფაქტი;


სხვისი ნივთის დაზიანების (სსკ-ს 187-ე მუხლი) - 1 ფაქტი;


ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) - 1 ფაქტი;


ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლი) - 1 ფაქტი;


ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) - 8 ფაქტი;


ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) - 1 ფაქტი;


ყალბი ფულის დამზადება-გასაღების (სსკ-ს 212-ე მუხლი) - 1 ფაქტი;


პოლიციამ 3 ძებნილი პირი დააკავა.


დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1041 შემთხვევა, მათ შორის:


წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) - 2 ფაქტი;


პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის (ასკ-ს 173-ე მუხლი) - 19 ფაქტი;


პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 173-ე და 166-ე მუხლები) - 18 ფაქტი;


ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) - 22 ფაქტი.


საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის:


5 ავტომატი, 13 პისტოლეტი, 2 შაშხანა, 8 გადაჭრილი სანადირო თოფი, 3 სანადირო თოფი, 2 ხელყუმბარა, 2 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის 560 საბრძოლო ვაზნა.


ასევე, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები.


საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 17, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - 36 პირი დააკავეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner