„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე გამოცხადდა.
გვარამიას გამოკითხვა მასსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს შორის ფარული აუდიო ჩანაწერის საქმეზე უნდა მოხდეს.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, მისთვის უცნობია გამოძიებას ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი რა ინფორმაცია აინტერესებს.