„პროკურატურა, წესით, უნდა დაინტერესდეს მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებით, რომლის მიხედვითაც, მან სულხან მოლაშვილის სახლს ჩამორთმეულის კვალიფიკაცია მისცა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს.
„პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაჰკითხოს მიტროპოლიტი, გაარკვიოს: როდიდან იცოდამ რომ მოლაშვილის სახლი იყო უკანონოდ ჩამორთმეული? როდესაც უკანონობის შესახებ გაიგო, რატომ არ განაცხადა შესაბამის უწყებებში და საჯაროდ? ის მფარველობდა თუ თანამზრახველობდა დამნაშავეებთან ამ ფაქტთან დაკავშირებით? რა ინტერესი გააჩნდა პირადად, როდესაც იცოდა უკანონო ქმედების შესახებ და არ ასაჯაროებდა ან არ რეაგირებდა კანონის შესაბამისად?
უკვე მრავალი საათი გავიდა ამ განცხადებიდან და პროკურატურას ეს სავალდებულო ქმედებები არ განუხორციელებია.
ველოდები.
ამავე შეკითხვებზე საზოგადოებამაც უნდა მიიღოს საჯაროდ პასუხები მიტროპოლიტ ცაავასგან", - წერს გამზარდია.