logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია „ობიექტივს“: რაღა ელისო კილაძე... ბარემ სააკოვის „კასტილიანი“ გამაუპატიურებელი დასვით გადაცემაში!
- +

16 თებერვალი. 2017. 12:39



„რა ხდება? ელისო კილაძე მხოლოდ ორ ტელეკომპანიაშია სასურველი სტუმარი... „რუსთავი 2"-ში და უკვე, სამწუხაროდ, მედიაკავშირ „ობიექტივში"... რად ხდება ასე?" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ზაზა დავითაია წერს.  

 

„ჩემო ძვირფასო „ობიექტიველებო"... ნუთუ, არ გაწუხებთ სუნი, რომელსაც „ნაცების" და სისხლისმსმელი ჯალათ სააკოვის ეს პირადი რუპორი აფრქვევს? როდის იყო, ელისო კილაძეს პატრიარქზე და სარწმუნოებაზე შესტკიოდა გული, ამ იმიჯს რად უქმნით ბინძურ ცილისმწამებელს? ან რაღა განსხვავება იქნება თქვენსა და იმ ტელევიზიებს შორის, ვინც ლიბერასტებს აპიარებს და ყველა გადაცემაში გათახსირებული სუბიექტები გამოჰყავს - აქაოდა, საზოგადოების პოზიციას ესენი გამოხატავენო? რაღა ელისო კილაძე... ბარემ სააკოვის „კასტილიანი" გამაუპატიურებელი დასვით გადაცემაში! უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბებს პოზიციას! მე არ მაქვს უფლება, რამე აგიკრძალოთ... მხოლოდ მეგობრულად შემიძლია გირჩიოთ...

 

ვინ აუნთო ელისო კილაძეს თქვენს ტელევიზიაში მწვანე შუქი? სააკოვისთვის ტრიბუნას ვინ ქმნის? ხალხი უკვე ძალიან ცუდ რაღაცეებს ლაპარაკობს, რომ ამაში „ნაცებმა" დიდი ფული გადაიხადეს და მე, როგორც მოყვარე, მოყვრულად გეუბნებით, რომ საზოგადოების ნდობას დაკარგავთ ამგვარად!" - წერს ზაზა დავითაია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner