logo_geo
eng_logo
მოწმის დაკითხვის გამჭვირვალე მეთოდის დამკვიდრებას ლევან გოგიჩაიშვილი „ქართული ოცნების“ დამსახურებად მიიჩნევს
- +

16 თებერვალი. 2017. 13:00


 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი „ქართული ოცნების" დამსახურებად მიიჩნევს სასამართლოს გზით მოწმის დაკითხვის წესს, რომლითაც „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სარგებლობს.


„პირველთან" საუბარში ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მოწმის დაკითხვის აღნიშნული წესი 2010 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ" დასავლელი პარტნიორების თვალში ნაცრის შესაყრელად მიიღო, რადგან ის რეალურად არ აუმოქმედებია.


„ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი, ეს ნორმა ამოქმედებულიყო. ჩვენ უკვე მეორე წელია ვაკვირდებით, როგორ უწყობს საჯარო და მორალურ ტერორს ნიკა გვარამია საქართველოს სასამართლო სისტემას და მისთვის არასასურველ მოსამართლეებს. ვისთანაც არ ჭრის მოქრთამვა, იწყება მისი და ოჯახის წევრების ტერორი. თქვენ იცით, რომ ნიკა გვარამია კატეგორიულად უარყოფდა ამ ფაქტებს, მაგრამ როდესაც ექსპერტიზამ აუდიოჩანაწერების ავთენტურობა უტყუარად დაადგინა, გვარამიას ისღა დარჩენია, გულწრფელად აღიაროს მამუკა ახვლედიანთან კორუფციული გარიგების ყველა დეტალი.

 

ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველაფერს იმისთვის, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე. მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიასთან გარიგების საფუძველზე ერთ ჩვეულებრივ მოსამართლეს აღმოაჩნდა მილიონობით ქონება, ჩვენ გამადიდებელი შუშით ვაკვირდებით პროცესებს", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


„რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.


ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ჩვენება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე მისცა.


2016 წლის 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის პირადი საუბრის ამსახველი ჩანაწერი, რომელიც მოსამართლეების შესაძლო მოსყიდვას შეეხებოდა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner