logo_geo
eng_logo
რესპუბლიკურმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე გადაწყვეტილება მიიღო
- +

28 მარტი. 2016. 12:08




საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე საკუთარ facebook-გვერდზე წერს და აქვე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას უახლოეს დღეებში აცნობებენ.



„26-27 მარტს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა იმსჯელა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე. მიღებულ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ვაცნობებთ საზოგადოებას",- აცხადებს ხათუნა სამნიძე.

 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner