საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე საკუთარ facebook-გვერდზე წერს და აქვე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას უახლოეს დღეებში აცნობებენ.
„26-27 მარტს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა იმსჯელა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე. მიღებულ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში ვაცნობებთ საზოგადოებას",- აცხადებს ხათუნა სამნიძე.