Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 2016 წელთან შედარებით 10 პოზიციით (2016 წელს: 23-ე ადგილი), ხოლო 2012 წელთან შედარებით 21 პოზიციით (2012 წელს: 34-ე ადგილი) გაუმჯობესდა.
Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ანგარიშის თანახმად, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის მე-13 ადგილზე, ხოლო ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის მე-5 ადგილზეა. აღნიშნული ინდექსი ყოველწლიურად ქვეყნდება და 200-მდე ქვეყნისათვის იკვლევს ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს, რეიტინგი თითოეული ქვეყნისათვის განიხილავს საკანონმდებლო, სახელმწიფო მმართველობის, რეგულირებისა და ვაჭრობის ეფექტიანობასა და ხარისხს, რაც აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის.
ეკონომიკური თავისუფლების აღნიშნული ინდექსის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 2016 წელთან შედარებით 10 პოზიციით (2016 წელს: 23-ე ადგილი), ხოლო 2012 წელთან შედარებით 21 პოზიციით (2012 წელს: 34-ე ადგილი) გაუმჯობესდა. საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების სტატუსი არის: „ძირითადად თავისუფალი", ხოლო მისი მთლიანი ინდექსის ქულა 76-ს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 3,4-ით, ხოლო 2012 წელთან შედარებით 7 ქულით მაღალია.
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს შეფასება 2017 წლისათვის გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შემდეგი მიმართულებით:
2017 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით რადიკალურად გაუმჯობესდა შემდეგი მიმართულებებით:
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით რეგიონში (კლასიფიცირებულია ევროპის რეგიონად) მე-5 ადგილზეა და მას მხოლოდ ისეთი ქვეყნები უსწრებს, როგორიცაა: გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, ესტონეთი და შვეიცარია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იმავე რეგიონში საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ხარისხის მიხედვით ჩამორჩება ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორიცაა: ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ლიტვა, დანია, შვედეთი, ლატვია, ისლანდია, ფინეთი, ნორვეგია, გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია და სხვ.
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ხარისხით მნიშვნელოვნად უსწრებს მეზობელ ქვეყნებსა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა წარმომადგენლებს. აღნიშნული ქვეყნებიდან რუსეთი არის 114-ე ადგილზე, თურქეთი - მე-60 ადგილზე, სომხეთი - 33-ე ადგილზე, აზერბაიჯანი - 68-ე ადგილზე, ყირგიზეთი - 89-ე ადგილზე, ყაზახეთი - 42-ე ადგილზე, უზბეკეთი - 148-ე ადგილზე, თურქმენეთი - 170-ე ადგილზე, უკრაინა - 166-ე ადგილზე, ბელარუსი - 104-ე ადგილზე, მოლდოვა - 110-ე ადგილზე.
წყარო: http://www.heritage.org/index/ranking
http://www.heritage.org/index/country/georgia
http://www.heritage.org/index/