logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ტრაგედიას ვერ ვხედავ, თუ პარტიები ცალ-ცალკე მოსინჯავენ ძალებს არჩევნებში
- +

28 მარტი. 2016. 12:09


 

ზოგჯერ პოლიტიკაში დგება ეტაპი, როცა ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა შესაძლოა ინდივიდუალურად მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები", -აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების საპარლამენტო არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობასთან დაკავშირებით საუბრისას.



ბესელიას თქმით, ამ ეტაპზე კოალიციის ფორმატში მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მიღებული არ არის.



ტრაგედიას ვერ ვხედავ ვერც იმაში, თუ კოალიცია არსებულ ფორმატში დარჩება და ვერც იმაში, თუკი მასში შემავალი პოლიტიკური ძალები ცალ-ცალკე მოსინჯავენ ძალებს 2016 წლის არჩევნებისთვის", - აცხადებს ბესელია. ამასთან, დეპუტატი არ გამორიცხავს იმასაც, რომ კოალიციაში შემავალი სუბიექტები არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის შემდეგ, პარლამენტში მოხვედრისას გაერთიანდნენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner