logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე დეკანოზის საქმეზე: ამაზრზენია ამ საკითხზე პოლიტიკური ქულების დაწერა
- +

16 თებერვალი. 2017. 16:58


 

„ამაზრზენია ამ საკითხზე პოლიტიკური ქულების დაწერა. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუ რა მოხდა სინამდვილეში", - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ინტერპრესნიუსს" დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე კომენტირებისას განუცხადა.


„ეს არის საქმე, რომელიც ეხება საპატრიარქოს, ეკლესიის წარმომადგენლებს, ძალიან სენსიტიური თემაა და შესაბამისად, ყველა უდიდესი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს თავის სიტყვას და განცხადებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გამძაფრდა ინსტიტუტების წინააღმდეგ აგორებული ნეგატიური კამპანია და მე ვხედავ ამ საქმეში საპატრიარქოს გარევის მცდელობასაც, რათა საპატრიარქოზეც იქნას იერიში მიტანილი. აქედან გამომდინარე, ამაზრზენია ამ საკითხზე პოლიტიკური ქულების დაწერა. რაც შეეხება გამოძიებას, ბუნებრივია, პროკურატურის მიმართ უამრავი შეკითხვა იქნება. ჩვენ, როგორც ვიცით, გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს და უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, თუ რა მოხდა სინამდვილეში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მისივე თქმით, გარკვეულმა ინფორმაციამ ერთგვარი გაურკვევლობა გამოიწვია, რაც მისთვის გაუგებარია.


„გავრცელდა გარკვეული ინფორმაციები, რომელმაც გამოიწვია გაურკვევლობა, თუმცა როგორც ვნახეთ, პროკურატურა, პრაქტიკულად, ისეთივე განცხადებას აქვეყნებს, როგორც ეს პირველ დღეს იყო. საბოლოო შედეგი, ვფიქრობ, რომ სრული სურათი იქნება. რაც მთავარია, აღიკვეთა ძალიან სერიოზული დანაშაული, არ მიეცა ვიღაც პირს თუ ადამიანებს უფლება, რომ მომწამლავი ნივთიერება მოხვედრილიყო იქ, სადაც იმყოფებოდა შესაბამისი დელეგაცია, გერმანიაში ანუ და ეს არის ძალიან კარგი. დანარჩენი იქნება გამოძიების შედეგში ასახული", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის განცხადებით, საქმეში, რომელზეც დეკანოზი გიორგი მამალაძეა დაკავებული, პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე საუბარი არ არის.

 

„მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ", - განუცხადეს პროკურატურაში „რეზონანსს" და აღნიშნეს, რომ არათუ პატრიარქზე, არამედ მაღალ იერარქზეც არ არის საუბარი და საუბარია „ერთ-ერთ პირზე პატრიარქის გარემოცვიდან".




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner