logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ქვეყანამ აიცილა საფრთხე, რადგან საზღვარზე დაკავებულ ადამიანს ჰქონდა საწამლავი
- +

16 თებერვალი. 2017. 17:00



 

„ნათია სუხიაშვილს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი) საქმის მასალებზე წვდომა არა აქვს, ისევე როგორც წვდომა არა აქვთ დეპუტატებს - რა არის საქმის მასალებში, მოვლენებს ნუ ასწრებთ, ამას გამოძიება გვეტყვის, როცა ყველა მტკიცებულება შეგროვდება", - აღნიშნული განაცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების" დეპუტატმა ეკა ბესელიამ გააკეთა.


ბესელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანი დაკავებულია მკვლელობის მომზადების ბრალდებით, რაც არის ძალიან მძიმე დანაშაული და „გამოძიების დასრულებამდე წერტილი ვერ დაისმევა".


როგორც ბესელიამ განაცხადა, არავინ იცის, გამოძიება რომელი პირის მიმართ გამოავლენს დანაშაულის შესაძლო ჩადენას.


„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ამ საქმეზე სპეკულაციებით, რომელიც ალბათ არის ყველაზე მაღალი ინტერესის მატარებელი საქმე, პოლიტიკური ველის შემზადება ხდებოდა, რაც სერიოზულ ეჭვებს ბადებს. „რუსთავი2" ორი დღით ადრე გველაპარაკებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტზე. კიდევ უფრო ადრე განცხადებები გაკეთდა პარლამენტის სხდომაზე, სხვადასხვა პოლიტიკურ კონტექსტში. ხდებოდა პოლიტიკური ველის შემზადება, რაც ბევრ კითხვას ბადებს. ამ საქმეს ძალიან მაღალი ინტერესი ახლავს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანომ, რომელიც გამოძიებას ატარებს, განაგრძოს საზოგადოების ინფორმირებულობა, თუ რა სიახლეებია გამოძიების შემდგომ ეტაპზე. ამ დროისთვის საჯაროდ არის ცნობილი, რომ ადამიანი არის დაკავებული მკვლელობის მომზადების ეტაპზე, რომელსაც საზღვარზე საწამლავი გადაჰქონდა. საბოლოოდ ვის მიმართ იყო მიმართული დანაშაული, ვის საწინააღმდეგოდ მზადდებოდა დანაშაული, ვინ გამოიკვეთება საბოლოოდ, ამას იტყვის გამოძიება და შემდეგ სასამართლო. ქვეყანამ აიცილა საფრთხე, რადგან ადამიანი, რომელიც დაკავებულია საზღვარზე, აქვს საწამლავი და მიდის გერმანიაში, სადაც პატრიარქი იმყოფება, ეს არის საფრთხის მატარებელი. ის, რომ გაძლიერდა პატრიარქის უსაფრთხოება, ეს იყო ხელისუფლების პირველი ვალდებულება. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. თქვენ რა იცით, გამოძიებას რა აქვს?!" - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.


მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის განცხადებით, საქმეში, რომელზეც დეკანოზი გიორგი მამალაძეა დაკავებული, პატრიარქის მოწამვლის მცდელობაზე საუბარი არ არის.

 

„მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე ღიად უპასუხა, რომ ეს არ არის პატრიარქი. ჩვენ ვერაფერში ვერ შემოგვედავება ვერავინ", - განუცხადეს პროკურატურაში „რეზონანსს" და აღნიშნეს, რომ არათუ პატრიარქზე, არამედ მაღალ იერარქზეც არ არის საუბარი და საუბარია „ერთ-ერთ პირზე პატრიარქის გარემოცვიდან".




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner