logo_geo
eng_logo
„NATO შეშფოთებულია რუსეთის მხრიდან აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების განმტკიცებით“
- +

16 თებერვალი. 2017. 19:20



NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-საქართველოს კომისიის თავდაცვის მინისტრების დონეზე შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ალიანსი აღშფოთებულია რუსეთის მხრიდან აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების განმტკიცებით.


„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთი ურთიერთობებს აღრმავებს საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, უარი თქვას ამ რეგიონების აღიარებაზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner