NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-საქართველოს კომისიის თავდაცვის მინისტრების დონეზე შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ალიანსი აღშფოთებულია რუსეთის მხრიდან აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების განმტკიცებით.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთი ურთიერთობებს აღრმავებს საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, უარი თქვას ამ რეგიონების აღიარებაზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა.