„რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება წარმოადგენს ტაქტიკას, თუ რას ვაპირებთ მომავალი არჩევნებისთვის", - ამის შესახებ „რესპუბლიკელი" დეპუტატი ნოდარ ებანოიძე აცხადებს.
დეპუტატი პარტიის ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებას არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ „რეპუბლიკელები" განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს.
„შაბათს და კვირას რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. ჩვენ ამ თემაზე ვიმსჯელეთ, ვისაუბრეთ ტაქტიკაზე, უახლოესი წლის განმავლობაში და აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია განცხადებას გაავრცელებს", - აცხადებს ნოდარ ებანოიძე.