logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას არაუშავს?! მერე რა მოხდა?!
- +

16 თებერვალი. 2017. 21:09



მედიაკავშირ „ობიქტივის" მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:


„ესე იგი, თუკი პატრიარქს მოწამლავდა, ეს იქნებოდა ერის ტრაგედია, ხოლო თუ პატრიარქის მდივან-რეფერენტს, მაშინ ეს იქნებოდა...

რა იქნებოდა?

თქვენ ვინ მოგცათ ადამიანის სიცოცხლის აწონვა-გაზომვის უფლება?!

შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას არაუშავს?!

მერე რა მოხდა?!

და შორენასთვის განკუთვნილი საწამლავი შემთხვევით ან "შემთხვევით" პატრიარქს და მეუფეებს რომ მიეღოთ, მერე რას იტყოდით?!

იქნებ პატრიარქისთვისაც გეკითხათ, არ გაინტერესებთ, რას იტყვის იმ ადამიანის მკვლელობის მცდელობაზე, რომელიც უკვე 36 წელია გვერდით ჰყავს?!

ძალიან ავად ხართ, ძალიან!", - წერს მძინარაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner