მედიაკავშირ „ობიქტივის" მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ესე იგი, თუკი პატრიარქს მოწამლავდა, ეს იქნებოდა ერის ტრაგედია, ხოლო თუ პატრიარქის მდივან-რეფერენტს, მაშინ ეს იქნებოდა...
რა იქნებოდა?
თქვენ ვინ მოგცათ ადამიანის სიცოცხლის აწონვა-გაზომვის უფლება?!
შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას არაუშავს?!
მერე რა მოხდა?!
და შორენასთვის განკუთვნილი საწამლავი შემთხვევით ან "შემთხვევით" პატრიარქს და მეუფეებს რომ მიეღოთ, მერე რას იტყოდით?!
იქნებ პატრიარქისთვისაც გეკითხათ, არ გაინტერესებთ, რას იტყვის იმ ადამიანის მკვლელობის მცდელობაზე, რომელიც უკვე 36 წელია გვერდით ჰყავს?!
ძალიან ავად ხართ, ძალიან!", - წერს მძინარაშვილი.