logo_geo
eng_logo
ლევან იზორია ბრიუსელში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანს შეხვედრა
- +

16 თებერვალი. 2017. 21:15


 

NATO-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანს მაიკლ ფელონს შეხვდა.


NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ასევე, უორდროპის ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული დიალოგის" მნიშვნელობაზე. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო აფასებს აღნიშნული დიალოგის შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.


ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის ფორმატი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის 2014 წელს დაფუძნდა. იგი ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება და განიხილება პოლიტიკური, უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები. 


საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ლატვიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრით დასრულდება.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner