არაოფიციალური ინფორმაციით, რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწვეტილება მიიღო.
აღნიშნული კომიტეტის წევრი დეპუტატები მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის საკითხს შეეხება და თავს იკავებენ იმის დაკონკრეტებისგან, გავა თუ არა რესპუბლიკური პარტია არჩევნებზე დამოუკიდებლად.