logo_geo
eng_logo
კრემლმა რუსულ მედიას დონალდ ტრამპზე დადებითი ინფორმაციის გავრცელება აუკრძალა
- +

16 თებერვალი. 2017. 22:53



კრემლმა რუსულ მედიას ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოღვაწეობის შესახებ დადებითი ინფორმაციის გაშუქების შეზღუდვა უბრძანა. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „ბლუმბერგი" სამ დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.


გამოცემის თანახმად, ეს ადასტურებს რუსეთის ხელისუფლების შიშს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას რუსეთთან იმაზე უარესი დამოკიდებულება ექნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.


ამასთან დაკავშირებით წერს „დოიჩე ველეს" ჟურნალისტი კონსტანტინ ეგერტიც.


„ნაცნობმა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიაში მუშაობს, მითხრა, რომ 15 თებერვალს რედაქციამ ხელისუფლების მითითება უკვე მიიღო. მისი შინაარსი მოკლე ფრაზით შემოიფარგლება: „ტრამპი აღარაა", - წერს ეგერტი.


რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გამოცემა „გაზეტა.რუ"-სთან საუბარში აღნიშნული ინფორმაცია უარყო.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner