logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი ლაჰორში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს
- +

28 მარტი. 2016. 12:39



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლაჰორში მომხდარ ტერორისტულ აქტს გმობს და აღნიშნულ საკითხზე განცხადებას ავრცელებს.



„შეძრწუნებული ვარ ქალაქ ლაჰორში, საბავშვო სათამაშო მოედანზე, მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტით, რომელმაც უდანაშაულო მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა, მათ შორის ბავშვების და მრავალი ადამიანის დაშავება გამოიწვია.

 

 

 საქართველო მტკიცედ გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით განაგრძობს თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას. ქართველი ხალხი თანაუგრძნობს და დგას პაკისტანელი ხალხის გვერდით.  ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner