logo_geo
eng_logo
გურანდა გაბუნია: შორენა, რომ არ ყოფილიყო, შეიძლება პატრიარქი გარდაცვლილიყო
- +

17 თებერვალი. 2017. 00:01



მსახიობმა გურანდა გაბუნიამ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში პატრიარქის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ისაუბრა. მსახიობი შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ აგორებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „შორენა არის პირველი ქალი, რომელიც გადაეფარება ყოველთვის პატრიარქს".


„შორენა, რომ არ ყოფილიყო, შეიძლება პატრიარქი გარდაცვლილიყო. შორენა არავის არ უშვებდა პატრიარქთან. როგორ შეიძლება ამაში მისი დადანაშაულება, ის აღარ არის იმ სასაკში რომ გაუთავებლად ვიღაცა ეჯდეს და ესაუბროს. არაჩვეულებრივი პიროვნებაა და პატრიარქი, რომ ცოცხალია, შორენა არის პირველი ქალი, რომელიც გადაეფარება ყოველთვის პატრიარქს. მე ვერ წარმომიდგენია ვერაფერი ცუდი, რადგან ის ყოველთვის კარგს აკეთებდა", - განაცხადა გაბუნიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner