logo_geo
eng_logo
მეუფე ანდრია: დეკანოზის ჯანმრთელობაც და უსაფრთხოებაც მაღალი ხარისხის კონტროლის ქვეშ იმყოფება
- +

17 თებერვალი. 2017. 01:02



სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია გვაზავა დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ტელეკომპანია "იბერიის" პირდაპირ ეთერში საუბრობს.


„მე ვიყავი დღეს საპატიმროში, მოვინახულე მამა გიორგი, ვიყავით შესული დეკანოზი კახა გოგოტიშვილი და მე. მამა გიორგი თავს შეუძლოდ გრძნობს, მას სიცხე ჰქონდა. ამას გარდა, მას აქვს პრობლემები, რომელიც არის დაკავშირებული გულთან, მამაოს სიტყვებიდან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ ყველანაირად იქნა მობილიზება განხორციელებული სამედიცინო პერსონალისა, რომელიც ჰყავს ციხეს. თუ საჭიროება გახდება, საპატიმროს ადმინისტრაციამ დაგვაიმედა, რომ მოწვეულები იქნებიან სპეციალისტები. მამაოს ჯანმრთელობაც და უსაფრთხოებაც მაღალი ხარისხის კონტროლის ქვეშ იმყოფება. უსაფრთხოება იმდენად არის დაცული, რომ დღეს ჩვენ არ მოგვცეს ზიარების უფლება", - აღნიშნა მიტროპოლიტმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner