logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: მსგავსი პროვოკაციული ვიზიტები, ხომ მიშას ცნობილი ხელწერაა!
- +

17 თებერვალი. 2017. 01:25


 

„პატრიარქს დღეს ბერლინში, საქართველოს ყველაზე დიდი მტერი, თავის გამზრდელ დედასთან ერთად ესტუმრა! მიშას, ნეტავ რა უნდოდა დღეს პატრიარქთან? ამ ურწმუნო  ადამიანს, ეტყობა მზაკვრული გეგმები ჰქონდა... სავარაუდოდ, მან ამით პრემიერის დისკრედიტაცია მოინდომა!", - ამის შესახებ ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელშ წერს.


„მიშამ მისი ბერლინში ვიზიტით, შექმნა ფონი, რომ თითქოს, მისთვის პრემიერთან ურთიერთობა პრობლემა არაა და ამით, ქართველებს, ეჭვი რომ შეგვეტანა კვირიკაშვილის პოლიტიკურ წესიერებაში და ასევე, ის რომ, პრემიერი ამ საზიზღარ არსებასთან, ფარულ ალიანსში დაედანაშაულებიათ... მიზანშიც გაარტყა... სოციალურ ქსელში, ამის შესახებ სტატუსები, უკვე გამოჩნდა... არადა, მსგავსი პროვოკაციული ვიზიტები, ხომ მიშას ცნობილი ხელწერაა??!. 9 წელი სპექტაკლებისა და მოდელირებული ომების დადგმის მეტი სხვა რა უკეთებია? სინამდვილეში კი, პატრიარქს დღეს ბერლინში, საქართველოს ყველაზე დიდი მტერი, თავის გამზრდელ დედასთან ერთად ესტუმრა!

 

ჩვენი პატრიარქი ღმერთმა კარგად გვიმყოფოს, მაგრამ მიშა სააკაშვილი, უფალმა ყველა ცოდვისთვის სასტიკად უნდა დასაჯოს და სწორედ, მას ის სიკეთე უნდა მისცეს, რაც სანდრო გირგვლიანისა და მისი ოჯახისთვის უნდაოდა... ასევე, მას ვუსურვებ, რასაც თავად მიხეილ სააკაშვილი უსურვებდა, თითოეულ ჩვენთაგანსა და სრულიად საქართველოს!!!

 

დაიმახსოვრეთ, დარწმუნებული ვარ და კარგად ვიცი, რომ ისე არ მოვკვდები, რომ ეს არაკაცი სასტიკად არ დაისაჯოს, მას უფალი დასჯის!!!

 

მე ამას მოვესწრები და ამის შესახებ, პირველი გაუწყებთ!", - წერს ლიპარტელიანი.

 

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბერლინში მდებარე „ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში", საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მოინახულა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner