logo_geo
eng_logo
მეუფე ანდრია: პროკურატურამ გაგვაცნო ნაწილი იმ მასალისა, რომლის საფუძველზეც იქნა დაკავებული მამა გიორგი
- +

17 თებერვალი. 2017. 01:38


 


სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია გვაზავა, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დღევანდელ შეხვედრაზე ტელეკომპანია „იბერიის" პირდაპირ ეთერში საუბრის დეტალებს ასაჯაროებს.


„დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი დალაგდება, გაირკვევა და სიმართლე აუცილებლად გამოჩნდება. რაღა თქმა უნდა, საგამოძიებო ორგანოებს გააჩნიათ ხელთ ის მასალა, რომლის საფუძველზეც მოხდა მამა გიორგის დაკავება. ამის თაობაზე მე ვერაფერს გეტყვით.

 

მამაო უარყოფს გამოძიების წინაშე ამ ნივთიერების მასთან კავშირს.

 

მე ვარ შეზღუდული სასულიერო პირის უფლებამოსილებით, არ მაქვს უფლება აღსარების საიდუმლო გავცე. მე არ მაბარებდა მამა გიორგი აღსარებას, მაგრამ ჩვენი დღევანდელი საუბარი მისი აღსარებით დაიწყო. მე ვარ შეზღუდული საგამოძიებო ორგანოების წინაშე ვალდებულებითაც და მინდა გითხრათ, რომ საპატრიარქოში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურასთან ურთიერთობს და პროკურატურამ ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა ნაწილობრივ მოვახსენოთ პატრიარქს როდესაც ის ჩამობრძანდება.

 

მიმდინარეობს გამოძიება, საგამოძიებო ორგანოებისა მწამს, რომ სრული კეთილსინდისიერებით წარიმართება. ის საკითხები, რომელიც გარკვევას საჭიროებს, იქნება ბოლომდე გარკვეული. პირადად მე, საერთოდ, ჯერ სასულიერო პირისაგან ამგვარი ქმედების დაჯერება მიჭირს და მიჭირს კონკრეტულად მამა გიორგის შემთხვევაში, რომ მას ჰქონდა რაიმე ბოროტი განზრახვა პატრიარქის მიმართ, რომელთანაც ის დაახლოებული იყო. პროკურატურამ გაგვაცნო ნაწილი იმ მასალისა, რომლის საფუძველზეც იქნა დაკავებული მამა გიორგი.

 

მინდა ვთქვა, რომ მასალა, რომელიც არის პროკურატურის ხელში, იძლევა საფუძველს ადამიანის დაკითხვისას. ყველაფერს ვერ გეტყვით, რადგან ვალდებულებით ვართ შეზღუდული. ის უსაფრთხოების ზომები, რომლებიც განხორციელებულია მამა გიორგის მიმართ, მაძლევს იმედს, რომ ასეთივე კეთილსინდისიერი მიდგომით იქნება გამოძიებული ეს საქმე", - განაცხადა მეუფემ.


სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ასევე, ისაუბრა დეკანოზ მამალაძის დაკავებამდე მისი გეგმების შესახებ და დაადასტურა, რომ ამჟამად ბრალდებული დეკანოზი მართლაც აპირებდა ბერლინში წასვლას და პატრიარქის მონახულებას.


„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მამა გიორგი აპირებდა ჩაეკითხა ბერლინში პატრიარქისთვის და მისი მღვდელმთავრისათვის მეუფე დიმიტრისათვის.


მამა გიორგი მხოლოდ ბრალდებულია. ბრალდებულს სამღვდელო ხარისხი უნარჩუნდება. მას არ აეყრება სამღვდელო ხარისხი. თუ, დანაშაული იქნება დანაშაული, მერე ეკლესია იმოქმედებს", - განაცხადა მიტროპოლიტმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner