logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: იმედია, დროზე გავიგებთ ყველა დეტალს, რომ ხალხი უარესად არ დაეჭვდეს და დაპანიკდეს!
- +

17 თებერვალი. 2017. 02:44


 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ახლა გეტყვით ჩემს ვერსიას და ამით ამ თემაზე დავამთავრებ საუბარს, რადგან მაქვს ლოგიკა, ნორმალურად ვაზროვნებ და ცოტ-ცოტა ინფორმაციაც. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მზადდებოდა რაღაც დიდი უბედურება, მართლაც პატრიარქის წინააღმდეგ. იქ ფიგურირებს სხვა პირებიც ალბათ, ინფორმაციამ გაჟონა დროზე ადრე. გავიდა სიუჟეტი არასწორად „რუსთავი 2"- ზე და საჭირო გახდა ის ბრიფინგებიც. ამას მოჰყვა მერე ის განცხადებებიც და გაუგებრობა, რადგან ჯერ გამოძიება არ დამთავრებულა, სიმართლეს ვერავინ გვეტყვის და ესეც მესმის, მაგრამ მთავარი უბედურება ისაა, რომ ჟონავს ინფორმაციები. ფორსმაჟორში იგეგმება მერე პიარი და „რუსთავი 2"-ც და მისი მსგავსი ჟურნალისტებიც ქოთანს ყურს იქით აბავენ, საიდანაც უნდათ! იმედია, დროზე გავიგებთ ყველა დეტალს, რომ ხალხი უარესად არ დაეჭვდეს და დაპანიკდეს! კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ არ შეიძლება იმათი დანდობა, ვისაც ამდენი ხანია ფერების რეჟიმში ამყოფებენ!"- წერს ჯღარკავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner